ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ვიდეოთი მიმართა. მან საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღე დაასახელა - 9 აპრილი და 20 ივნისი.
„თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ადგილი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას", - მიმართა ბერძენიშვილმა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას.
„ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს თქვენი ქვეყანაა ეს ჩვენი ქვეყანაა ეს რუსთაველის ქვეყანაა ეს ბარათაშვილის ქვეყანაა. ბოროტებას ჩვენ ერთად ვეტყვით წადი, წადი, წადი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (დოჩანაშვილის მოთხრობიდან), ამტკიცებს: ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვხდებით უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავითო...
როგორც ჩანს, არ არის ეგ მართალი.