"სუხიშვილების სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ-მეთქი" - ნინო სუხიშვილის ბრალდებას პასუხობს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კო-პროდუქცია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმი მოცეკვავე გეების სიყვარულზე ამჯერად მისი რეჟისორის, ლევან აკინის ინტერვიუთი გახდა ხმაურიანი.

"გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლევანი ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ გენერალურ დირექტორს, ნინო სუხიშვილს მისთვის მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებს.

წარმოშობით ქართველ რეჟისორ აკინს, სცენარის მიხედვით სწორედ „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მოცეკვავეებზე უნდოდა ფილმის გადაღება და უარი ნინო სუხიშვილისგან ამიტომაც მიიღო. როგორც ნინო „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, აკინს სცენარში ეწერა, რომ ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა.

"რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე - ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია.

ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?

მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი", - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

სოციალისტი დიდი მადლობა უმშვენიერესო და უამაზესო ქალბატონო ნინო!
5 წლის უკან
Maverick ყოჩაღ, კარგი დედის და მამის გაზრდილო შვილო!
---------------------------------------------------------------
გასაგებია...
უკაცრავად, ამიტომაც ამტვრეს ტ-თ კაკალს ის აკი(კიკუ)ნი ლგბტ კვერცხი...
5 წლის უკან
არაგველი641 მადლობა ქ-ნ ნინოს ქართველობისათვის! მთელ საქართველოს უყვარს საგულდაგულოდ დიდი დროისა და შრომის ფასად შექმნილი ეროვნული ანსამბლი. მიხარია, რომ ქართული ტრადიციები ამ ანსამბლში დაცულია!
5 წლის უკან