გთავაზობთ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას “ფეისბუქ” პოსტს, სადაც ის ე.წ. “გავრილოვის სიას” აქვეყნებს:
“გავრილოვის სია
“ნაცები” ითხოვენ, პარლამენტმა მიიღოს ე.წ. გავრილოვის სია. დავეხმაროთ “ნაცებს”:
მაშ, ასე:
- მიხეილ სააკაშვილი – მსახურობდა უკრაინის სასაზღვრო ჯარში, რომელიც საბჭოთა ,,კაგებეს” პირდაპირი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა; სამხედრო ფიცი დადებული აქვს ,,კაგებეს” ჯარში; ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც ,,ვარდების რევოლუციის” წინა ღამეს პარლამენტის წინ აქციაზე ესტუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი; შევარდნაძემ სახლში წასვლისა და ხელისუფლების სააკაშვილისათვის გადაბარების გადაწყვეტილება მიიღო სწორედ იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ;
- თემურ ალასანია – მიხეილ სააკაშვილის გამზრდელი ბიძა; საბჭოთა ,,კაგებეს” მაღალჩინოსანი; გაერო-ს განიარაღების კომიტეტის წევრი რუსეთის კვოტით; 2008 წლის აგვისტოში რუს გენერალ ბორისოვთან ერთად იმყოფებოდა გორში, გადაადგილდებოდა ბორისოვის ავტომობილით;
- გრიგოლ ვაშაძე – საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების თანამშრომელი; რუსეთის მოქალაქე 2009 წლამდე; რუსული პასპორტით მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად და კულტურის მინისტრად;
- კობა ნაყოფია – ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი; სს ,,ორლოვის სამრეწველო კომპანიის” დირექტორთა საბჭოს წევრი; კომპანია ,,პრომიშლენნიე ინვესტორის” ვიცე-პრეზიდენტი; ,,კაგებეს” მაღალჩინოსნის, პუტინთან დაახლოებული სერგეი გენერალოვის ბიზნესპარტნიორი;
- გიორგი ბარამიძე – აქტიურად მონაწილეობდა კრემლის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ სახლემწიფო გადატრიალებაში 1991-92 წლებში; იყო კრემლის მიერ ხელდასხმული ხუნტის პოლიტიკური მოკავშირე და შემდგომში მისი წევრი; 1994 წელს, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, ხმა მისცა საქართველოს ,,ესენგეში” შესვლას;
- გიგა ბოკერია – აქტიურად მონაწილეობდა კრემლის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ სახლემწიფო გადატრიალებაში 1991-92 წლებში, როგორც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი; იყო კრემლის მიერ ხელდასხმული ხუნტის პოლიტიკური და იდეოლოგიური მოკავშირე;
- ელენე ხოშტარია – ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი; მამამისი გოგი ხოშტარია განუდგა ზვიად გამსახურდიას და გადავიდა კრემლის მიერ მართული პუტჩისტების მხარეს;
p.s. სია არასრულია. შეგიძლიათ განავრცოთ”