ნინო ქათამაძე წუხს, რომ რუსეთში კონცერტი გამართა, რუსები კი ცინიკურად უთვლიან ქართველ მომღერალს, „დაე, იჯდეს საქართველოში და იქ იგასტროლიოროს“.
სწორედ ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი ნინო ქათამაძის სინანულს ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთში გამართული კონცერტის გამო და ქათამაძის ნათქვამს მომიტინგეთა წინაშე: „ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში“.
პრიგოჟინის თქმით, როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. მისი აზრით, ნებისმიერი დიდი სახელმწიფო ყოველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოზე, მაგრამ მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო.
„ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ეს რა, კარის გაჯახუნებაა?“ - აინტერესებს პრიგოჟინს.
სავარაუდოდ, მხოლოდ ნინო ქათამაძეს გაუჩნდა მონანიების სურვილი რუსეთში გამართული კონცერტის გამო, სხვაგვარად ფიქრობენ ქართული წარმომავლობის პრიმადონები. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების რუსეთთან კავშირზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის ცოლი კრემლში აღმოჩნდა. საუბარია 18 ივნისს მოსკოვში კრემლის სახელმწიფო სასახლეში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიოს ცნობილი ბალერინები და ბალერონები იკრიბებიან. მათ შორის, არც ნინო ანანიაშვილი გამოკლებია ამ ღონისძიებას.
უნდა გამოვუცხადოთ თუ არა ოკუპანტს პროტესტი კულტურულ ღონისძიებებზე რუსეთში ჩაუსვლელობით?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას იხსენებს გერმანელი სოციოლოგის - მაქს ვებერის ნათქვამს, არსებობს მიზანმიმართული რაციონალური ქცევა, რაც ძირითადად პოლიტიკაში უნდა გამოიყენებოდეს, არსებობს მიზანმიმართული ქცევა, რომელიც რაციონალურად ვერ არის კარგად დაგეგმილი და არსებობს მესამე, ყველაზე უბედური რაც არის - აფექტი. ანალიტიკოსის აზრით, ჩვენ უკვე აფექტში ვართ და არ შეიძლება, პოლიტიკაში ვინმე აფექტებით ხელმძღვანელობდეს. აფექტით კისერს მოვიტეხთ, თანაც, საქართველო იმხელა გამოწვევების წინაშეა, რომ შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. ყველა შეცდომა უბედურებად გვექცევა ხოლმე. ამიტომაცაა, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთში კონცერტების გამართვისგან თავშეკავება უცხოელებს არ ესმით ხოლმე.
„შორიდან ძალიან ცუდად ჩანს ეს ამბავი. საზღვარგარეთ მეგობრები მყავს და ისინი ქართულად ახირებულ პოზიციას ხედავენ ამაში. ისინი ფიქრობენ, რომ არ შეიძლება დიდი ისტერიკის ატეხვა. ცხადია, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის სახით, რომელიც რუსეთმა დაარღვია, მაგრამ ამას ცივი გონებით უნდა მივუდგეთ, რაციონალურად უნდა ვიაზროვნოთ. არ შეიძლება, ისე მოვიქცეთ, რომ ერთი რუსი ჩამოვიდა და ლამის ქვეყანა დაიქცა. საკუთარი თავის პატივისმცემელი არც ერთი ქვეყანა აქამდე საქმეს არ მიიყვანს. მაშინ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი აღარ არსებობს ჩვენთვის და ყველა გზა უნდა ჩავკეტოთ, რაც სისულელეა. ეს უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებს. ეს იმას ჰგავს, 90-იანებში სამტრედიის რკინიგზა რომ გადავკეტეთ რუსეთისთვის ზიანის მისაყენებლად და ისევ ჩვენ მივიღეთ ზიანი. იმ მასშტაბის ქვეყანა საქართველო არ არის, რომელსაც შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ დემარში მოაწყოს. ამას შედეგი არ ექნება. ეს იგივეა, სპილოს რომ ბუზმა უკბინოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისი აზრით, ქართველებს არ გვაქვს უფლება, ემოციის დონეზე ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორისაა და არა საქართველოსა და რუსეთს შორის. უბრალოდ, საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილია, ყოველ შემთხვევაში, ასე გვინდა, რომ იყოს, მაგრამ, როცა თვითონ დასავლეთი რუსეთთან პოლიტიკას პრაგმატულად უყურებს, როცა ევროსაბჭოში ხმის უფლებას აძლევენ რუსეთს ყირიმის ანექსიის, საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ბევრ რამეში სჭირდება რუსეთი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექსპერტი გიორგი ქემერტელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე უარის თქმა შესაძლოა, ემოციურ ფონს უკავშირდებოდეს, მაგრამ რუსეთის ოკუპანტი მთავრობის წინააღმდეგ მოწოდებები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ჩვენ მხოლოდ 20 ივნისს არ გაგვიგია, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს მანამდეც კარგად ვიცოდით. უბრალოდ, 20 ივნისს კიდევ ერთი მიზეზი გაგვიჩნდა, რუსეთის ოკუპაცია გაგვეპროტესტებინა.
„მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რომელიღაც ქართველი სპორტშია ჩართული, ძალიან ბევრი ქართველი ექიმია რუსეთში, არიან უბრალო რიგითი ადამიანები, რომლებიც რაღაც სამუშაოს ასრულებენ ამ ქვეყანაში. გამოდის, ამ ქართველების წინააღმდეგაც უნდა გამოვიდეთ, რატომ ხართ რუსეთში და აუცილებლად ჩამოდით საქართველოში. ამ თემებით შეიძლება სპეკულირება, ამის შესახებ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ ოკუპანტი სახელმწიფოს თემაა გასაპროტესტებელი და არა უბრალო ხალხის“, - აღნიშნა გიორგი ქემერტელიძემ.
თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ რატომ გვინდა მათგან რამე მივიღოთ?
ოკუპანტისგან რა და რატომ უნდა მივიღოთ?
წარმოიდგინეთ - სამამულო ომის დროს, გერმანელები 30 კილომეტრში დგანან მოსკოვიდან (როგორც ახლა რუსები თბილისიდან), არ არსებობს დოპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებს შორის, ორივ მხრიდან საომარი მოქმედებები წარმოებს და ამ დროს ოკუპანტად გამოცხადებულ გერმანიაში საბჭოთა კავშირი აგზავნის ღვინოს, ნავთობს, ფეროშენადნობებს, ბორჯომს და ა.შ. ხოლო ოკუპანტი გერმანელები ისვენებენ სოხუმში, გაგრაში, ყირიმში. ოკუპანტის ტერიტორიაზე მყოფი საბჭოთა მოქალაქეები დანაზოგს აგზავნიან საბჭოთა კავშირში, რომ თავისი თანამემულეები შიმშილს გადაარჩინონ.
ხოლო როდესაც გერმანელი ოკუპანტები აღშფოთდებიან, რომ მათ ოკუპანტებს უწოდებიენ და საბჭოთა კავშირს ემბარგოს გამოუცხადებენ ამის გამო, საბჭოთა მთავრობა აღშფოთდება - ხომ ხართ ოკუპანტები და ემბარგოს რაღატომ გვიცხადებთ, ხომ დავიხოცებითო შიმშილით?!
აღარაფერს ვამბობ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე, რომლებიც ოკუპაციისგან იტანჯება, პარტიზანულ მოქმედებებს ეწევა ოკუპანტების წინააღმდეგ და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება ტანჯულ სამშობლოს.
არის ხომ აბსურდი!?
არის და ჩვენ ამ აბსურდის მხარე ვართ.
იმის მაგივრად, რომ ეს საკითხი როგორმე გადაწყვეტილიყო ამ 10 წლის განმავლობაში, სულ უფრო და უფრო ვიძირებით.
ხახოლებთან ოკუპანტებს და თვითონ ხახოლებსაც ოკუპანტებთან სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ - მიუხედავად ყირიმის ანექსიისა და ნოვოროსიაში ომის წარმოებისა, დიპლომატიურ ურთიერთობებს არ წყვეტენ ოკუპანტთან. თვითონ ოკუპანტებიც აცხადებენ, რომ ხახლიანდია და ხახოლები მოძმე ერია და არ შეილება ასე, ერთი ხელის მოსმით... მიუხედავად იმისა, რომ ხახოლებს რუსების წინააღმდეგ ისეთი საშინელებები აქვთ ისტორიულად ჩადენილი, რომ ჩვენ არც კი დაგვსიზმრებია.
ვაგრძელებთ ამ აბსურდს?
აბა სხვა როგორ?
ოკუპანტებთან სხვანაირად არ შეიძლება.
უნდა გავიჭირვოთ, ქამრები შემოვიჭიროთ და სხვა წყაროები ვეძებოთ.
ამაში ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორი" და არაპარტნიორი მეზობლების დაგვეხმარებიან - სომხები, აზერები, თურქები, ირანელები და სხვა. ისინი პირდაპირ ჩვენთან ჩამოვლებ და ჩვენს ქვეყანას იყიდიან ოპტომ და ვროზნიცუ, რომ ჩვენ ტავი არ აგვტკივდეს ამ ქვეყის მოვლით. თანაც მერე ოკუპაციაც მარტო ჩვენი აღარ იქნება - ისინი თავის მხრივ გააპროტესტებენ, რომ უფრო მეტის ყიდვა და მიტაცება არ შეუძლეიათ ოკუპაციის გამო.
ეკონომიკის სამინისტრო უკვე საქმეზე გადავიდა და აღარ დასჯერდა იმას, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან უცხოურ ავიაკომპანია "ვიზ ეარს" წლიურად 6 მილიონ ევროს უხდიდა, ახლა ხელშეკრულება გააფორმა "რაინ ეართანაც" პირობით, რომ ყოველ მგზავრზე ჩვენი ბუიჯეტი კომაპნიას 20 ევროს გადაუხდის, ოღონდ იმან ტურისტები მოიყვანოს. ეს კიდევ რაა, ამერიკულ "ბლუ ჯეტთან" გააფორმა ხელშეკრულება და მთლიანდ აფინანსებს თბილისი-ნიუ-ოირკის რეისს, ორონდ ამერიკიდენ ტურისტები ჩამოყვანონ.
როგორია????
სასწაულია და არა ქვეყანა და მტავრობა.
ხალხი?!
ხალხი საერთოდ!!!
ასეთ ქვეყანას და მტავრობას ყველა ინატრებდა - როგორ ზრუნავს თავის ხალხზე, როგორ ნერვიულობს?
არ ეშვები შენ დაპლომბილი კარებების მტვრევას..... რომ ვერც ანგრევ?/
ვის ჭირდება ეგ შენი ლოგიკური აზროვნება?? ვის ????....
პუტინ ხუილო ............ მორჩა და გათავდა..აი ეს არის მთელი შედეგი
მარტო მტკვარი, მარტო მტკვარი-ღაც რომ დაგვრჩეს, მაინც ევროპელებად(პროდვინუტებად) უნდა დავრჩეთ
ის კი არადა მე უკვე პროდვინუტი გავხდი უკვე შეიძლება გეი პარადსაც გამოვკრა ხელი ......
უკუღმა ასინეთა...... უკუღმა