აქციის მონაწილის თვალი თვალია და პოლიციელის თვალი თვალი არ არის?..  – როდემდე უნდა ვითმენდეთ ამას?!

აქციის მონაწილის თვალი თვალია და პოლიციელის თვალი თვალი არ არის?..  – როდემდე უნდა ვითმენდეთ ამას?!

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“იცით რა მიკვირს – ცხადია სამწუხაროა გოგონას დაბრმავება, დასასჯელია ამის მომქმედი, მაგრამ – ნაცავანტიურით: აქციის მონაწილის თვალი თვალია და პოლიციელის თვალი თვალი არ არის?..

დაბრმავებულ გოგონასა და სხვა დაზარალებულებს ყველა გულით ვუთანაგრძნობთ და ვგმობთ ძალის გადამეტებას, მაგრამ, ეს, პოლიტიკურად თახსირი ნაციონალები, პოლიციელების დაზიანებებზე ხმას რატომ არ იღებენ და იმ თვალდაზიანებულ პოლიციელს არ ახსენებენ, იმას რა, დედა არა ჰყავს?..

ჩვენ, დასახიჩრებული და ნაცემი პოლიციელების მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ფეხებზე დავიკიდოთ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა?..

თვალი თვალია, ვისიც არ უნდა იყოს ის, ცხადია ადამიანი ადამიანია და, უსისხლო ნაცებისთვის, თვალიც რომ თვალისგან განსხვავდება და ადამიანიც – ადამიანისგან, როდემდე უნდა ვითმენდეთ ამას?!” – წერს შათირიშვილი