მილიარდელს, Facebook -ის შემქმნელს, მარკ ცუკემბერგს, რომელმაც უმოკლეს დროში უზარმაზრი კაპიტალი დააგროვა, მოკლემეტრაჟიან მულტფილმში იღებენ, რომლის მთავარი გმირი თავად გახლავთ. მულტფილი გაკეთდება ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კომიქსის: "მარკ ცუკემბერგის“ საფუძველზე.
მულტიპლიკაციური ფილმი, ტელეეკრანებზე სულ რაღაც ერთ თვეში, დეკემბრის ბოლოს, სპეციალურად ახალი წლისათვის გამოვა. კომპანია Bluewater Productions აწარმოებს ამ მულტფილმის გადაღებასაც და კეკლამირებასაც.. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ფილმი, რომელსაც მათი დაკვეთით Hayden 5 Media იღებს, განკუთვნილი იქენბა არა ფართო ეკრანებზე საჩვენებლად, არამედ ტელევიზიისთვის.
“ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მარკ ცუკემბერგის ისტორია ისევ მოგვეყოლა. ჩვენი ისტორა იქნება უფრო კაშკაშა და ლამაზი, ვიდრე ფილმს "სოციალური ქსელი", – აცხადებს Hayden 5 Media -ის ხელმძღვანელი – ტოდ ვისმანი.
კომპანიის წარმომადგენლების აზრით "ფეისბუკის" 500 მლნ მომხმარებელი ამ მულტფილმის ნახვით აუცილებლად დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ ფილმი "სოციალური ქსელი", რომელიც "ფეისბუქის" შემქმნელებს ეხება, დიდ ეკრანებზე 1-ლი ოქტომბრიდან გამოჩნდა. დღეისთვის 50 მლნ დოლარიანი ფილმის შემოსავალმა უკვე 160 მლნ. დოლარს გადააჭარბა.