იმისათვის, რომ ჩვენს მკითხველს განტვირთვის საშუალება მივცეთ, ერთ უსაყვარლეს არსებაზე, პატარა კუზე მოგიყვებით, რომელმაც უკანა კიდურები დაკარგა, მაგრამ, კეთილი ადამიანების დახმარებით, დღეს მაინც ბედნიერიად ცხოვრობს.
საქმე ის არის, რომ როდესაც პედრო ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტში მიიყვანეს, მას უკვე დაკარგული ჰქონდა კიდურები. ადგილობრივმა ვეტერინარებმა კი მისი დახმარება გადაწყვიტეს და გორგოლაჭებიც აჩუქეს.
"როდესაც პედრო პატრონმა ჩვენთან მოიყვანა, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აღენიშნებოდა, თუმცა, მას არ ჰქონდა უკანა ფეხები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა", — ამბობს ლუიზიანის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის წარმომადგენელი.
გამოსავალი კი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ექიმებმა ცხოველს კიდურების ნაცვლად, სათამაშო მანქანის ბორბლები დაამაგრეს.
ჩანაფიქრმა გაამართლა და დღეს პედრო თავის მოსიყვარულე პატრონთან ერთად ცხოვრობს და გადაადგილებასაც ახერხებს.