NBC-ის სიტკომის მსახიობი, მაქს რაითი, რომელიც ალფში ვილი ტანერის როლს ასრულებდა, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი 1995 წლიდან ებრძოდა სიმსივნეს. ის კალიფორნიაში, ჰერმოსა ბიჩში მდებარე სახლში გარდაიცვალა.
სერიალში მაქსი მამის როლში იყო, რომელმაც დედამიწაზე ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელი იშვილა. შოუ ამერიკულ ტელეარხზე 1986-1990 წლებში გადიოდა.
სერიალი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოშიც. თითქმის არ მოიძებნებოდა ოჯახი, სადაც ყველაზე საყვარელი უცხოპლანეტელის, ალფის თავგადასავლებს არ უყურებდნენ.
მაქს რაითი ასევე მონაწილეობდა სერიალში Friends, რომელშიც კაფე Central Park-ის მენეჯერის როლში იყო.