რამდენიმე დღის წინ კიმ კარდაშიანმა KKW Beauty-ის ტანის მაკიაჟის ახალი კოლექცია გამოუშვა, რაც სხეულისთვის შიმერს, ტონალურს, ბრონზერსა და გადამანაწილებელ ფუნჯს მოიცავდა. პროდუქტებით უკმაყოფილო საზოგადოებამ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნ, ხაზი გაუსვა თითოეული ქალის ინდივიადულურ მახასიათებელს და აღნიშნა, რომ არცერთ ადამიანს არ სჭირდება სხეულის მთლიანად დაფარვა ნაკლოვანებების დასამალად. ახალი კოლექციის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება პროდუქტებს არამარტო მანდილოსნებისგან, არამედ მამაკაცებისგანაც მოჰყვა.
“ჩვენ არ გვინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება სადაც ადამიანები საკუთარი ნაკლით დაკომპლექსდებიან და მის ყოველდღიურად დაფარვას შეეცდებიან!”
“მე მამა ვარ და შვილი მყავს, პატარა გოგონა, რომელსაც ყოველდღიურად იმას ვასწავლი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს თვითდაჯერებულ ადამიანად. ეს პროდუქცია კი ქალებს მხოლოდ იმას ეუბნება, რომ დეფექტების უნდა რცხვენოდეთ და აუცილებლად უნდა შეეცადონ მის დამალვას!”