მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა.
გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.
გამოცემის ცნობით, მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი ინდიანას შტატში ფორტ-უეინში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ემინემის დედის დების განცხადებით, მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 22 წლის იყო როცა დაქორწინდნენ. თავად დები 15 წლის იყო, 2 წლის შემდეგ კი მათი ვაჟი დაიბადა. წყვილი მალევე დაშორდა. მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი კალიფორნიაში გადავიდა, სადაც ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდა.
ემინემი ინტერვიუებში იხსენებდა, რომ ბავშვობაში მამას წერილებს უგზავნიდა, რომელიც უკან უბრუნდებოდა.
2001 წელს ბრიუსმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აცხადებდა, რომ ემინემის დედამ მისგან შვილის იზოლირება მოახდინა.