აშშ-ში, მონტანას შტატში, ერთ-ერთ სახლში იპოვეს დათვი, რომელიც იქ შეუმჩნევლად შეიპარა და ტანსაცმლის გარდერობში დაეძინა.
პოლიციის თქმით ცხოველს ტკბილად ეძინა, როდესაც ისინი ფანჯარას უბრახუნებდნენ და მის გაღვიძებას ცდილობდნენ.
საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ შავი, ძლივს გამოღვიძებული დათვი ისევ დაეძინებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეყვანათ სახლიდან.
პოლიციამ ამ სახალისო ფაქტის შემდეგ მთელი სერიოზულობა მოიკრიბა და ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახლის კარი დაკეტათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დათვები ადამიანების საცხოვრებლებში შევიდნენ.
მათივე თქმით, დაუპატიჟებელმა სტუმარმა როგორღაც მოახერხა სახლში შეღწევა და შიგნიდან კარის დაკეტვაც არ დავიწყებია.
როგორც ჩანს, ცხოველი საკმაოდ დაღლილი იყო ხეებზე ცოცვითა და თევზაობით და გადაწყვიტა, რომ დახარჯული ძალების აღსადგენად არაჩვეულებრივ ბუნაგს მიაგნო.