კვლევა: ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

კვლევა: ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ცხელა, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. ახალი კვლევის მიხედვით, მომდევნო საუკუნის განმავლობაში ყოველი ზაფხული წინაზე უფრო და უფრო ცხელი იქნება. ეს ყველაფერი კი კლიმატის ცვლილებების ბრალია, რაც ეკოსისტემას და ცოცხალ ორგანიზმებს ახალ გამოწვევებს უმზადებს.

ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა კლიმატის 22 მოდელი გამოიყენეს იმის გასარკვევად, თუ რამდენად მაღალი ტემპერატურა იქნება ზაფხულში. მათი დასკვნების მიხედვით, 21-ე საუკუნის ბოლოს ტემპერატურა ექსტრემალურად გაიზრდება და ისეთ ნიშნულამდე ავა, რომლის მსგავსიც ჯერ არ გამოგვიცდია.

მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რეკორდული ტემპერატურა მსოფლიოს 58%-ში დაფიქსირდება. ეს ყველაფერი კი, ყველაზე დიდ ზეგავლენას განვითარებად ქვეყნებსა და პატარა კუნძულებზე მოახდენს.

მათი ვარაუდით, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების 67 პროცენტსა და პატარა კუნძულების განვითარებადი სახელმწიფოების 68 პროცენტში მომავალ წელს თვის საშუალო ტემპერატურების რეკორდები დამყარდება.

კვლევის ავტორების თქმით, ტემპერატურის ზრდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით სასათბურე აირების გამოყოფის გაზრდასთან.