სამეფო კარის თამაშებისა და ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგის ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი იმ უამრავ ადამიანს შორისაა, რომელიც HBO-ს სერიალმა ჩერნობილი აღფრთოვანებული დატოვა.
როგორც მარტინი ტვიტერზე წერს, ის შთაბეჭდილებების ქვეშაა და აღნიშნავს, განსაკუთრებით მოხიბლა ჯარედ ჰარისმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ქიმიკოსის, ვალერი ლეგასოვის როლს ასრულებს:
"გადაბმულად ვუყურე HBO-ს ჩერნობილს. შემაძრწუნებელი, ამაღელვებელი და გულისმომკვლელია. თუ სერიალი დიდი რაოდენობით ემის არ მიიღებს, ე.ი. ჰოლივუდში სამართალი არ არსებობს. განსაკუთრებულად აღვნიშნავ უნიჭიერეს ჯარედ ჰარისს, რომლის შესრულებაც საოცარი იყო".
უკრაინის ქალაქ პრიპიატში 1986 წლის კატასტროფაზე გადაღებული სერიალი IMDB-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუს სტატუსს არ თმობს. მომხმარებლების შეფასებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,6-ია. სიაში მეექვეა GOT, რომელსაც 9,3 რეიტინგი აქვს.