ნუმეროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბინის არჩევას. მას ხომ ჩვენს ბედზე შეუძლია ზემოქმედება. ამასთანვე, გავლენა აქვს არა მარტო ბინის ნომერს, არამედ სართულსაც.
პირველი სართული - ეს ლიდერის ციფრია, რომელიც აიძულებს ადამიანს დააწყოს გეგმა და მიაღწიოს მიზანს. საუკეთესო სართულია მათთვის, ვისაც კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.
მეორე სართული - მეოცნებე, შემოქმედებითი ადამიანების სართულია. თუმცა, სურვილების ასრულება თუ გაჯანჯლდა, ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს.
მესამე სართული - უბიძგებს ადამიანებს მატერიალურად ძლიერები გახდნენ. მათ სურთ ძალაუფლება და ავტორიტეტი.
მეოთხე სართული - პოზიტიურად განწყობილი ადამიანების სართული არაა. მათ მუდამ სურთ წუწუნი და ვინმეს რომ თავი შეაცოდონ.
მეხუთე სართული - თუ გსურთ, სამსახურში წარმატებული იყოთ, ეს პოზიცია აირჩიეთ. მეხუთე სართული ფულსაც მოგიტანთ.
მეექვსე სართული - ოჯახურ წყვილებში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. ამ სართულის ბინებში სიმშვიდე და ჰარმონიაა.
მეშვიდე სართული - ორიგინალური და ეპატაჟური ადამიანების სართულია. მოუხდება შემოქმედებითად აქტიურ ადამიანებს.
მერვე სართული - უკიდურესობების სართულია. ადამიანი ან მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობებს ან - მინიმალურად.
მეცხრე სართული - ამბიციური, ლიდერი ადამიანების სართულია. ამ სართულზე მცხოვრებნი მუდამ აღწევენ მიზნებს.
მეათე სართული - ეს მობინადრე არის ლიდერი: სანათესავოშიც, სამსახურშიც, მეგობრებშიც.
მეთერთმეტე სართული - კარგი სართულია შემოქმედებითი და ამბიციური ადამიანებისთვის.
მეთორმეტე სართული - ამ ადამიანს სითამამე აკლია. ის ეძებს ადამიანს, ვისაც გაჰყვება. თავად უჭირს ინიციატივის გამოვლენა.
მეცამეტე სართული - ნოვატორები და გამომგონებლები არიან, მათი არ ესმით სხვა ადამიანებს.
მეთოთხმეტე სართული - გამდიდრება გსურთ? ამ სართულზე უნდა დაიდოთ ბინა.
მეთხუთმეტე სართული - მუდამ იზიდავთ საჭირო ადამიანებს. გარშემო მყოფები ყველაფერში გეხმარებიან.
მეთექვსმეტე სართული - თუ ავანტიურიზმი გაკლიათ, ამ სართულზე გადადით. თავგადასავლები და რისკები მოგემატებათ.
მეჩვიდმეტე სართული - ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც გარშემო მყოფები ურჩევენ. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ.
მეთვრამეტე სართული - მიზანდასახული და დინჯი ადამიანები არიან, რომლებიც სასურველს აღწევენ.
მეცხრამეტე სართული - ფეთქებადი და დიქტატორული ხასიათის მქონე ადამიანები აქ ცხოვრობენ.
მეოცე სართული - ინფანტილური ადამიანები არიან და უჭირთ რეალურ ცხოვრებასთან შეგუება.
ოცდამეერთე სართული - მათთვის შეუძლებელი არაფერია. ყოველთვის აღწევენ მიზანს.
ოცდამეორე სართული - გაუბედავი და მორიდებული ადამიანების სართულია.
ოცდამესამე სართული - ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასურველის რეალიზება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.
ოცდამეოთხე სართული - ემოციურად დაძაბული ადამიანები ცხოვრობენ.
ოცდამეხუთე სართული - ერთი უკიდურესობიდან მეორეში იციან გადავარდნა. სიახლეებითა და ოცნებებით არიან აღსავსე.