ფერადკანიანი სუპერმოდელი ნაომი კემბელი საზოგადოებასთან მის მიმართ განხორციელებულ რასისტულ დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა.
როგორც ნაომი აცხადებს, მის მიმართ ხშირად გამოუხატავთ სხვადასხვა კომპანიებს უარყოფითი დამოკიდებულება და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მისი კანის ფერი იყო.
კემპბელი ამბობს, რომ მიუხედავად მისი ცნობადობისა და მრავალწლიანი პოპულარობისა, ცოტა ხნის წინ ერთმა აზიურმა კომპანიამ მის გადაღებაზე უარი განაცხადა.
მოდელი ამბობს, რომ მიუხედავათ საზოგადოების განვითარებისა და ტოლერანტობის გამოხატულებისა, ის ხშირად განიცდის დისკრიმინაციას და ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მოდის ინდუსტრიაში.