ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ

ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ცნობით, ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.


თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ქვეყნაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სამხედრო უწყების ცნობაში არაფერია ნათქვამია, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები.


დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი დაღუპვის შესახებ ცნობას ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.


2018 წელს ავღანეთში 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2001 წელს რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დამხობის მიზნით, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჩავიდნენ.