აშშ უკრაინას სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინაში სამხედრო ობიექტების მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 4 მილიონ დოლარს მომავალი 2 წლის განმავლობაში მიიღებს. სოლიდური თანხით ამუნიციის 6 უსაფრთხო საწყობის მშენებლობა დაფინანსდება, რაც უკრანას ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.