ჯორჯ კლუნი ნეტფლიქსისთვის ახალ ფილმს გადაიღებს, რომელიც ლილი ბრუკს-დალტონის ნოველის, Good Morning, Midnight-ის ადაპტაცია იქნება. კლუნი ფილმის რეჟისორობასთან ერთად, მთავარი გმირის როლსაც შეითავსებს.
საიფაი თრილერის სცენარის ადაპტაციაზე მარკ სმიტი იმუშავებს. Good Morning, Midnight 2016 წელს Chicago Review of Books-მა წლის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა. პოსტ-აპოკალიპტური ზღაპარი, ჯორჯ კლუნის გმირის, ავგუსტინეს - მარტოხელა მეცნიერის გარშემო ვითარდება, რომელიც არქტიკაშია. ის ცდილობს კავშირი დაამყაროს კოსმოსურ ხომალდზე მყოფ ასტრონავტთან, რომელიც დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობს.
ფილმის სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი წარმოება ოქტომბერში დაიწყება.
ჯორჯს კლუნის თითქმის ოცი წელია ვიცნობ და მასთან ვმუშაობ. ვერც ვფიქრობდი, ვის შეეძლო უკეთესად გაეცოცხლებინა ეს არაჩვეულებრივი ამბავი. წიგნი ძლიერი და შთამბეჭდავია, მარკის ადაპტაცია კი ძალიან კარგად არის დაწერილი. ეს არის ამბავი ადამიანის ბუნებაზე, რაც დანამდვილებით ვიცი ის არის, რომ მსოფლიო აუდიტორია ამ ამბავს შეიყვარებს, ისევე როგორც მე, როდესაც წავიკითხე.
თქვა ნეტფლიქსის კინოს განყოფილების ხელმძღვანელმა, სკოტ სტაბერმა
ეს პროექტი ჯორჯ კლუნის და ნეტფლიქსის პირველი თანამშრომლობა იქნება.