ბატკნის ბარკალი ნივრითა და როზმარინით

ბატკნის ბარკალი ნივრითა და როზმარინით

ეს კერძი ძალიან ნელა, 4-5 საათი მზადდება დაბალ ტემპერატურაზე. ღუმელში შედგმის შემდეგ შეგიძლიათ სხვა საქმეებით დაკავდეთ, 4 საათის შემდეგ კი უგემრიელესი სადილი მზად გექნებათ.

ინგრედიენტები

თეთრი ღვინო - 200 მლ

როზმარინი - რამდენიმე ტოტი

ნიორი - 1 დიდი თავი

ბატკნის ბარკალი - 2.5-2.7 კგ

მარილი და პილპილი

ხახვი - 2 თავი

მომზადების წესები

ღუმელი გაახურეთ 150 გრადუსზე.

ბარკალს წაუსვით ზეითუნის ზეთი. ბასრი დანით გაუკეთეთ ჭრილები და ჩაუდეთ ნივრის კბილები, ისე რომ ხორციდან არ ჩანდეს. ჭრილებში ასევე ჩაუდეთ ცოტაოდენი როზმარინის ღეროები. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ღრმა ჭურჭელში ძირზე დაალაგეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ზემოდან დაადეთ ბარკალი, დაასხით ღვინო და კარგად  შეფუთეთ ფოლგით და შედგით ღუმელში 4-4.5 საათით. ბოლოს მოხადეთ ფოლგა და ტემპერატურას აუწიეთ 200 გრადუსზე, რომ ხორცი დაიბრაწოს. შემწვარი  ხორცი 20 წუთით დავასვენოთ და შემდეგ დავჭრათ.