ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. დღეს ქუთაისში რიგით მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. მერვე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება” უმრავლესობით - 85 დეპუტატით არის წარმოდგენილი.