რევაზ მიშველაძის „ტყუილი“

რევაზ მიშველაძის „ტყუილი“

მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა.

ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს.

ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ.

მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა “ჯიხვს” ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა.

ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა:

- ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება.

ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო.

მაშინ “ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს, “ღრმა პროვინციალს” ეძახდნენ.