უგემრიელესი ტკბილეული ხაჭოთი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

უგემრიელესი ტკბილეული ხაჭოთი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

ინგრედიენტები

ხაჭო, დაბალცხიმიანი - 400 გ

თხილი ან ნიგოზი - 50 გ

ორცხობილა - 200 გ

შაქარი

ვანილი

კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესები

პირველ რიგში, კარგად აურიეთ ხაჭო - შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი,ბლენდერი ან ჩანგალი.

ახლა კი დაუმატეთ ვანილი და შაქარი. დაფქვით ორცხობილები,დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ეს მასა შეურიეთ ხაჭოს.

ამ მასას მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. შეგიძლიათ ამოავლოთ კაკაოში, შაქრის პუდრასა და გახეხილ შოკოლადში.

შედგით მაცივარში 1 საათით და გემრიელად მიირთვით!