რკინიგზელთა მოთხოვნა(VIDEO)

რკინიგზელთა მოთხოვნა(VIDEO)

სატვირთო მატარებლების მემანქანეებისა და მათი თანაშემწეების მოთხოვნა სქართველოს რკინიგზას. მემანქანეები სამუშაო გრაფიკის გადახედვას, ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დღეს მემანქანის ხელფასი 920 ლარია, ხოლო თანაშემწის 640. რკინიგზელები ამბობენ, რომ ამ თანხით ოჯახის შენახვა უჭირთ. საკუთარი მოთხოვნები მათ დღეს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას გააცნეს . მემანქანეების გარდა,სამუშო პირობებს მუშებიც უჩივიან. რკინიგზელებს სოლიდარობას გაერთიანებული პროფკავშირებიც უცხადებენ.