რატომ დაიხურა „პირველი კავკასიური

რატომ დაიხურა „პირველი კავკასიური"(VIDEO)

რატომ დაიხურა „პირველი კავკასიური". ოფიციალური ცნობით, არხმა მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას გადაწყვეტილებით შეაჩერა. მესამე არხად წოდებული „პიკის" ჟურნალისტები გია ჭანტურიას უპირისპირდებიან და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე პეტიციას აგზავნიან. გარდა ამისა, მათთვის გაუგებარია, სად გაქრა 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გავლით „პიკს" უნდა მიეღო. ამ გაურკვეველ ვითარებაში ჭანტურია აცხადებს, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის შეწყვეტა ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ თავად პიკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ფარულავამ მოითხოვა.