ავიაკატასტროფისას დაღუპული ემილიანო სალას საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ავიაკატასტროფისას დაღუპული ემილიანო სალას საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ინგლისში, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპული 28 წლის ფეხბურთელის ემილიანო სალას საქმეს იძიებს ეჭვმიტანილი დააკავა, წერს გამოცემა BBC-ი.

პოლიციის ცნობით, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელიც ნანტესიდან კარდიფში მიფრინავდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. 8 თებერვალს, კატასტროფის ადგილზე სალას ცხედარი იპოვეს. ტრაგედიიდან სამ თვეში სალას მამა ჰორაციო სალა გულის შეტევით გარდაიცვალა.