კორუფციის საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

კორუფციის საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

პარიზის საკასაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტს ბოლო აპელაციაზე უარი უთხრა, რომელიც სარკოზის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაუქმებას შეეხებოდა. ამ საქმეში სარკოზის, მისი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის და ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის საუბრის ჩანაწერები ფიგურირებს.

ნიკოლა სარკოზს ე.წ. ბეტანკურის საქმეზე მისი საარჩევნო კამპანიისას L'Oreal-ის მფლობელის, ლილიან ბეტანკურის ნდობის ბოროტად გამოყენება ბრალდება. გამოძიება 2007 წელს დაიწყო, მაგრამ 2012 წლამდე სარკოზს იმუნიტეტი ჰქონდა. 2013 წელს საქმე მტკიცებულებების უკმარისობის გამო დაიხურა. სასამართლო პროცესი უახლოეს თვეებში გაიმართება.

ნიკოლა სარკოზი ქვეყანას 2007-2012 წლებში მართავდა.