ბათუმში მოსახლეობამ

ბათუმში მოსახლეობამ "ოცნების" გამარჯვება და ნაციონალური მოძრაობის მარცხი დოლ-გარმონით აღნიშნა(VIDEO)

უჩვეულო ნადიმი ბათუმში. ჭავჭავაძის ქუჩის #49-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება და ნაციონალური მოძრაობის მარცხი დოლ-გარმონით აღნიშნა. მოქალაქეთა განცხადებით, ისინი ზეიმობდნენ იმ ზეწოლისგან გათავისუფლებას, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდიდდნენ, ეშინოდათ თავისუფალი სიტყვის, იყვნენ შევიწროებული და იმედგაცრუებული. ახალი ხელისუფლებისგან ისინი მეტ სამუშაო ადგილებს, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ყველა სხვა დანაპირების შესრულებას ელიან. მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ ახალი მთავრობა მათ იმედებს გაამართლებს.