“ალბათ, საქართველოს მთავრობა გაიღვიძებს და მიხვდება, რომ რუსეთს ქვეყნის 100% აქვს ოკუპირებული” - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კარპენტერი წერს, ის დარწმუნებული არ არის, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იაზრებდეს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკას.
“3 დღე გავატარე საქართველოში და დარწმუნებული არ ვარ, რომ მთავრობა სრულად აანალიზებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ძალიან ბევრი რუსი “ტურისტია” (FSB) ქვეყანაში, ამასთანავე, რუსი ბიზნესმენები უამრავ მიწას ყიდულობენ. ერთ დღეს, ქართველები გაიღვიძებენ და მიხვდებიან, რომ არა 20%, არამედ 100% აქვს რუსეთს ოკუპირებული”. - წერს კარპენტერი.