ჟურნალისტ გია გაბრიჭიძის პოსტი სოციალურ ქსელში:
“მაგრად მეცინება სისულელეებზე – საკუთარი სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, საკუთარი იურისტი გენერალურ პროკურორად დ.ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფრაზები რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემი და ჭკვიანი ადამიანის პოსტებზე ვნახე, მაინც ვიტყვი – მიუხედავად იმისა რომ ბიძინა არ გევასება, ასეთი რაღაცეების წერა არა არაადეკვატურობა, არამედ სრული სისულელეა (ძააალიან კორექტულად დავწერე).
ე.ი. თქვენ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად ცუდი კბილები აქვს, რომ მან თავისი არამც თუ მილიონერობის, არამედ მილიარდელობის დროსაც ვერ მოახერხა მათი გაკეთება და საჩხერეში პირადი სტომატოლოგი აიყვანა და მერე მადლიერების ნიშნად ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
იმდენად ვერ იპოვა ისეთი ადვოკატი (ნუ კარგი ადვოკატი ძვირია), რომ ადამიანი ჯერ ადვოკატად აიყვანა და მერე მადლიერების ნიშნად გენერალურ პროკურორად დანიშნა.
კარგით რა ხალხო, კარგით რა. მთლად თენგიზა გოგოტიშვილს ნუ დაემგვანებით. რაიმე უფრო რეალობასთან ახლო მყოფი მოიფიქრეთ.
გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ასეთი სუსულელეების მერე, შენაგანი უხერხულობის გრძნობა მიჩნდება (იმედი მაქვს მიხვდით, თუ რის თქმას ვცდილობ ამ ძაააალიან კორექტული ფრაზით”- წერს გაბრიჭიძე.