„მაკვირვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედოდ ყოფნა. 21-ე საუკუნეში ვერის პარკში ლევან ვასაძე ოფიციალურად აანონსებს ლეგიონის შექმნას და ამ დრომდე არა თუ დაკავებული, დაკითხვაზეც არ არის დაბარებული“, - ასე ეხმაურება პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„რა თქმა უნდა, პრაიდის ჩატარების დრო დღეს არ არის. რა საჭიროა ასეთი აქციები, როცა ქვეყანაში ვხედავთ რა მდგომარეობაა... მხოლოდ მათი უფლებები კი არა, თითოეული მოქალაქის უფლებებია დასაცავი; მაგრამ ერთმნიშვნელოვანად მიდის ის ვარიანტი, რასაც მე ამდენი ხანია პრესით და ტელევიზიით ვყვირივარ. ეს არის არეულობის გზა და ინსტიტუციების ჩამოშლა, მეტი გადარჩენის საშუალება ამ ოლიგარქს არ აქვს. ეს რა ვქენით, ეს ოლიგარქი როგორ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში...
„მაკვირვებს შსს-ს უმოქმედოდ ყოფნა. სავსებით ლოგიკურ კითხვას ვუსმევ მის ხელმძღვანელს - კაცი, რომელიც 21-ე საუკუნეში, ქალაქის ცენტრში, ვერის პარკში აკეთებს განცხადებას უკანონო ლეგიონის შექმნასთან დაკავშირებით, დარბევის და ხელების გადაგრეხვის მოწოდებით, რატომ არ არის ამ დრომდე პუტინის ვასაძე თავისი დამქაშებით დაკავებული, თუ ეს ივანიშვილის მითითება არ არის? დაკავება კი არა, დაკითხვაზეც არ არის დაბარებული მაშინ, როცა მაჩალიკაშვილს, შვილმკვდარ გამწარებულ მამას, მსგავსი არაფერი უთქვამს და ყოველდღე დაკითხვაზე იბარებენ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანი.