რა დამოკიდებულება ქონდა სააკაშვილს სექსუალურ უმცირესობებთან – “Пидарасы пришли”

რა დამოკიდებულება ქონდა სააკაშვილს სექსუალურ უმცირესობებთან – “Пидарасы пришли”

განათლების ყოფილი მინისტრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაზე “ლგბტ” პირების მიმართ სოციალურ ქსელში წერს:

“საკითხის ისტორიისთვის: ჩავთვალე, რომ 2012 წლის მაისში, ანუ მიშას დროს დადებული ეს ბლოგი შეიძლება საინტერესო იყოს. ჩემი საწყისი სათაური იყო “Пидарасы пришли”, მაგრამ რედაქციამ მეტისმეტად პროვოკაციულად ჩამითვალა და შეარბილა. დღევანდელი გადმოსახედიდან დავამატებ, რომ მიშა სექსუალური უმცირესობების უფლებების დიდი დამცველი არ ყოფილა (ეს ბლოგშიც წერია) და არც “თბილისი პრაიდი” გაუხარდებოდა, იმიტომ რომ ეს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სექსუალური უმცირესობების ე.წ. “კლოზეტიდან” საჯარო სივრცეში გამოსვლა სწორედ მიშას დროს დაიწყო. ამიტომ 2013 წლის დამრბევები თვლიდნენ, რომ “ნაცებს” არბევდნენ.

LGBTQ თემის სამზეოზე გამოსვლა არ ყოფილა რომელიმე ხელისუფლების დამსახურება, გარდუვალი პროცესია. თუ საზოგადოება უფრო გახსნილი ხდება (რაც საქართველოშიც რეალობაა) ეს ტრადიულად ყველაზე ჩაგრული ჯგუფიც თავის უფლებებზე ლაპარაკს იწყებს. ეს პროცესი შეუქცევადია, თუ მართლა ტოტალიტარულ დიქტატურას არ დაამყარებ.

შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, ნაციონალების მმართველობის პერიოდი რომ გაგრძელებულიყო, პრაიდი როდის და როგორ ჩატარდებოდა, თუ ჩატარდებოდა. თუმცა იმაში კი ეჭვი არ მეპარება, რომ ნაციონალების პირობებში ვერავითარი “მარშები” ამდენს ვერ გაბედავდნენ. კომბლების ქნევაზე მონოპოლია მაშინ სახელმწიფოს მყარად ეპყრა ხელთ – და ასეც უნდა ყოფილიყო.” – წერს ნოდია