მწერალი მერაბ შათირიშვილი ე.წ. “ღირსების მარშთან” დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქზე აქვეყნებს:
“ვისმენ „კონსტიტუციურ უფლებებზე და მის დაცვაზე“ პათეთიკური ტონით და, თითქოს კონსტიტუციაც და კანონებიც ხალხს არ ეკუთვნის, თითქოს ხალხი არ არის კონსტიტუციაც და კანონიც, თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ.. აქვე მოაყოლებენ ლგბტ – ს უფლებებსა და მათი იდეოლოგიის „მერე და რა მოხდას უგავლენობაზე“, აი, ხომ იყო მამა მკალავიშვილი და იეღოვას პრობლემა?.. „მოიხსნა კალავიშვილის პრობლემა და, აჰა, სად არის იეღოვას პრობლემა?.. გაქრა!..“ დასძენენ ეს ტვინნაღრძობი და, პირდაპირ ვიტყვი, სახელისუფლებო სკამებისთვის სამშობლოს ღალატზე წამსვლელი პერსონები… თქვე, უდღეურებო, როცა არ იცით, რა საშიშროებამდე გაიზარდა ამ „სიმშვიდეში“ იეღოვას შესაძლებლობები, რამდენი ცენტრი აქვთ და რამდენი „საკრებულო“, თუ როგორც ეძახიან, დღითიდღე მრავლდებიან, მათ მიერ „რემიქსირებული“ ბიბლია მეგრულ და სვანურ ენებზე რომ თარგმნეს და ავრცელებენ, გაიზარდნენ 3+9-ზე და იზრდებიან კვლავდაკვლავ, ხმა მაინც ჩაიგდეთ და ნუ ბჟუტურებთ სისულელეებს…
რაც შეეხება, ლგბდ-პრაიდელობის იდეოლოგიას და „ღირსების მარშს“, ჯერ ერთი, სიტყვა ღირსება სად იხმარონ და რა კონტექსტში და, როცა პედერასტობასთან გვაქვს საქმე, ღირსებაზე აქ საუბარი თავხედობაა და მეტი არაფერი, დაარქვი: ლგბდ-პრაიდი და მორჩა, ბოლოსდაბოლოს… ხოლო, ჰომოსექსუალური იდეოლოგიის საშიშროებაზე და მის წანამძღვრობაზე წარმოდგენა არ გაქვთ, რა საშიშროება მოსდევს ამ იდეოლოგიის წახალისებას და საზოგადოებაში „უფლებებად“ დაკანონებას, არადა, ყველაფრის დაკანონება შეიძლება, ქურდობისაც, მკვლელობისაც, ხულიგნობისაც, უზნეობისაც და გარყვნილებისაც, მაგრამ, უფალმა, რაკი დაუშვა ქვეყნად ორი სქესის, მდედრისა და მამრის კატეგორიულობა, რომელზედაც დამოკიდებულია კაცობრიობის გამრავლება და რომელთა სულიერებაზეც მიბმულია ცოდვათა კასკადი, აკინძულია დღემდე მოღწეული კაცობრიობის ზნეობათა დარღვების უმძიმესი ცოდვები და, დღემდე უფალი ძალისხმევაშია ზნეობრივ კატეგორიებად აქციოს ეს ორი ბიოლოგიურად გამნაყოფიერებელი ვერტიკალი, წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ქალისა და კაცის ბიოლოგიურ აღრევაში, აქ უკვე ფსკერია არსებობისა და უფლისეული ძალისხმევისა…
ასევე, გახსოვთ და დასაფიქრებელია, როცა მოზარდი ქუჩის ცხოვრებასა და იქ დამკვიდრებულ ხასიათებს ითვისებს, წაბაძვით იწყებს ჩაცუცქვას, მერე ხელების ჟესტიკულაცია უყალიბდენა – აგრესიული ხდება, მეტყველებასთან დამატებითი მინიშნების იძულებითი აღქმის მანერები უყალიბდებათ, თვალების გადმოქაჩვა და სიტყვების თავისებური ტონალობა, იცით, რომ ეს ყველაფერი ხიბლია, ე. წ. ქუჩის ცხოვრების – იდეოლოგიის ხიბლი?.. და, როგორ გგონიათ, ჩვენი მოზრადებისთვის ჰომოსექსუალური იდეოლოგია ხიბლი არ არის?.. არის, ჩემო კარგებო და, ეს ხიბლი სწორედ წაბაძულობით გაჯერდება ხოლმე მოზარდის მეტყველებაში, ქცევაში, მოძრაობასა და ჟესტიკულაციაში…
მერე, ასეთ გაუკუღმართებული ხიბლიდან ათვისებულ „მანერებს“ ადამიანი მთელი ცხოვრება ვეღარ ემიჯნება…
აი, სად დევს უბედურება!..” – წერს შათირიშვილი