“აქამდე არ მეგონა, თუ ასე გაუგებრად ვსაუბრობდი, ან ვწერდი… მოკლედ, ბევრი შეკითხვის პასუხად…”

“აქამდე არ მეგონა, თუ ასე გაუგებრად ვსაუბრობდი, ან ვწერდი… მოკლედ, ბევრი შეკითხვის პასუხად…”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისი პრაიდის თემასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს:

“აქამდე არ მეგონა, თუ ასე გაუგებრად ვსაუბრობდი ან ვწერდი. მოკლედ, ბევრი შეკითხვის პასუხად, დავაჯამებ ყველაფერს, რაც პრაიდზე ამ დღეების განმავლობაში ვთქვი. იმედია, გასაგებად ვიტყვი ამჯერად. ყველა შემთხვევაში, ბოლოჯერ ვაკომენტარებ ამ თემაზე:

  1. პრაიდი გამოხატვის ლეგიტიმური ფორმაა, თუმცა მე არ მიმაჩნია რაციონალურ გადაწყვეტილებად. საზოგადოების დასავლურად ორიენტირებული უმრავლესობის დიდ უმრავლესობასაც კი (მათ შორის, ჩემს ირგვლივაც, განათლებულ, მოდასავლეთე, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს) არ აქვს გამოხატვის ამ ფორმის მიმართ არათუ კეთილგანწყობა, არამედ მიმღეობაც კი. ამ მოცემულობის არგათვალისწინება არ მგონია სწორი და არც “გადავტეხოთ რეალობა” მესიჯი ამ თემის სენსიტიურობის და ქართულ საზოგადოებაში მისი კონტრავერსიულიბის ადეკვატური და რელევანტური. შესაბამისად, არ მიმაჩნია გონივრულად ამგვარი გამოწვევა. ეს შეიცავს რისკებს საკუთრივ თანასწორობის იდეისთვის; შეიცავს რისკებს ლგბტ თემის ცალკეული წევრების უსაფრთხოებისთვის; და მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ უკვე სარისკოა სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესებისთვის.
  2. ცალკეულ პირთა ან თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულების მიუხედავად, პრაიდის ჩატარებაზე მიღებული გადაწყვეტილება სრულიად კანონშესაბამისია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პირთა მშვიდობიანი თვითგამოხატვა და კატეგორიულად არ დაუშვას ძალადობა, მით უფრო, ორგანიზებული და მასობრივი ფორმით.
  3. რაც შეეხება პრაიდის ნეგატიურ შეფასებას, ცხადია, ესეც კანონით დაცული გამოხატვის ფორმაა. თუმცა, უკანონო ხდება, თუ ის შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ან, მით უფრო, თუ იღებს ფიზიკური ძალადობის ფორმას. ასევე, არალეგიტიმურია ნებისმიერი აქცია, რომელიც მიზნად სხვა აქციის შეფერხებას ისახავს. ნებისმიერი გამოხატვის ფორმის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელიც და დასჯადიც, რაც სახელმწიფოს ვალდებულების ნაწილია და სრულად მისი პასუხისმგებლობა.

ასეთია დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესები და ეს უნდა მივიღოთ და დავემორჩილოთ. პრაიდის ჩამტარებელ მხარესაც უნდა ქონდეს მიმღეობა მათი იდეის კრიტიკის მიმართ, და საზოგადოების იმ წევრებს, ვისაც პრაიდი არ მოწონს, უნდა ესმოდეთ, რომ კანონით დაცულია ყოველგვარი გამოხატვა, რაც პირველ რიგში ზუსტად სხვისთვის არმოსაწონს მოიცავს. ხოლო იმ ხროვას (ვერც მხარეს და ვერც საზოგადოებას მათ ვერ ვუწოდებ), ვისაც ძალადობის გამოყენება სურს, მათი პოზიციის კომენტირება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსითაა შესაძლებელი და სახელმწიფოს მოუწევს ამის გაკეთება”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

სოციალისტი აი, ელაპარაკე ახლა ამას?! კიდევ უკვირს ვერ გამიგესო და თავისი ჭკუით, განმარტა თავისივე ნაბჟუტურალ-ნაცოდვილარი. თან ისე განმარტა, რომ ...
დაიწყო - "პრაიდი გამოხატვის ლეგიტიმური ფორმაა"... შე ჭუკო, რისი, რისი გამოხატვის ლეგიტიმური ფორმაა?! სწორედ ის არის არალეგიტიმური და მიუღებელი რასაც ესენი, ეს ლგბტ "აპრაიდებს"! ახლა გასაგები რომ იყოს რა თქვი შეცვალე სიტყვები პრაიდი და ლეგიტიმური მშობლიური ქართული სიტყვებით, ანუ ჩვენ ბნელებს მოგვითარგმნე!
შემდეგ გრძელდება - "ამ მოცემულობის არგათვალისწინება არ მგონია სწორი და არც “გადავტეხოთ რეალობა” მესიჯი ამ თემის სენსიტიურობის და ქართულ საზოგადოებაში მისი კონტრავერსიულიბის ადეკვატური და რელევანტური". მესიჯი, სიენსიტიურობის, კონტრავერსიულიბის, ადეკვატური და რელევანტური. ერთ წინადადებაში, ერთ მარტივ ქართულ წინადადებაში ამდენი გოიმური უცხო სიტყვის ჩადება როგორ მოახერხე?! მეგრულად მაინც გეთქვა ორი სიტყვა, თუ ზუგდიდში ორჯერ ხარ მთლად ნამყოფი?! ახლა შენი ტვინის ნაჟურის ანალიზს ვერ გავყვები, არც რელევანტურობა მეყოფა და არც მოთმინება! კულტრეგერ, ბლიად! )))
6 წლის უკან