რუს დეპუტატებს ოპოზიცია პროტესტით ხვდება. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ავლაბრის სასახლესთან საპროტესტო პლაკატებით მივიდნენ. ოპოზიციის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.
„ის რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი. ჩვენ რომ არ გვყავდეს უთავმოყვარეო ხელისუფლება, დღეს გავრილოვი ამ ფორუმის საპატიო სტუმარი არ იქნებოდა. ეს არის ის პიროვნება, ვინც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და საქართველოს მოსახლეობას იმავეს ურჩევს, რომ შეეგუოს ამ რეალობას. ეს ადამიანი არა თუ საპატიო სტუმარი უნდა იყოს, ეს ადამიანი საქართველოს მტრების სიაში პირველ ათეულში უნდა იყოს“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი