Game of Thrones ცოტა ხნის წინ, დასრულდა, თუმცა, ვესტეროსი მაყურებლის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცევა, რადგან ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური სერიალის პრიქველს ვიხილავთ.
გადაღებები ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში უკვე დაიწყო და მისი სახელწოდება არაოფიციალური ცნობებით Bloodmoon უნდა იყოს.
პრიქველში მოქმედება Game of Thrones-ის მოვლენებამდე 5000 წლით ადრე ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ნაცნობ პერსონაჟებს ვერ შევხვდებით... თუმცა აქაც არის ერთი გამონაკლისი — Night King და მისი შემქმნელები (ტყის შვილები). ახალი სერიალი ვესტეროსის შემზარავ საიდუმლოებებს გაგვაცნობს, ასევე, ჩვენ შევიტყობთ თეთრი მოსიარულეების წარმოშობის რეალურ ამბავს. როგორც ცნობილია, სლოვაკი მსახიობი ვლადიმირ ფურდიკი (ღამის მეფის როლის შემსრულებელი) ისევ ითამაშებს სამყაროს მთავარი მტრის როლს.
"ძველი ვესტეროსი საკმაოდ განსხვავებული ადგილია. არ არსებობს მეფის სავანე და რკინის ტახტი. არ არსებობენ ტარგარიანები - ვალირია და თავისი დრაკონები ახლა იწყებენ ძალების მოკრებას". — ამბობს ჯორჯ ჯორჯ მარტინი.
HBO-მ სამეფო კარის თამაშების პრიქველში მთვარი როლის შესასრულებლად ნაომი უოთსი მიიწვია.
სერიალი ტელეეკრანებზე სავარაუდოდ 2021 წელს გამოვა.