"მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს"

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„არასოდეს არ შემშინებია მე ჩემი სამშობლოსთვის არანაირი დაპატიმრების, არაფრის, თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ, რა. იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

ერთადერთი თხოვნა მექნება, რა, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე, საერთოდ, მე პირად შეურაცხყოფებებზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში.“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

სოციალისტი ...„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ .... თუ რამე არის უკანონო დაჯგუფება ეს არის ლგბტ! რა ნიშნით გამოარჩიეს თავი ლგბტ პირება დანარჩენი საზოგადოებისაგან, როგორ გამოეყვნენ დანარჩენ ადამიანებს, რატომ დაისახეს რაღაც ცალკე განსაკუთრებული მიზნები, რატომ სურთ რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ?! ეს ხომ საზოგადოების ერთიანობისათვის საფრთხის შემცველი მოქმედბაა?!
6 წლის უკან