"ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა? "

"თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით, განვითარებულ მოვლენებს დედა სიდონია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განსდევნის ბნელს, და არა ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით.

როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.

ამიტომ, არანაირი სურვილი არ მაქვს პრაიდის თემებში ჩართვის.

სრულიად სხვა და სხვა ნაპირზეა ორივე მხარე, და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.

ზოგიც ერთობა და, უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.

მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?

ამ კითხვას რომ ვსვავ, წინასწარ ვიცი პრაიდის მომხრედ შემრაცხავენ.

აქ არც პრაიდია მთავარი, არც ვასაძე, ჩვენი, საკითხების არ ცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვა და სხვა ძალებს პრობლემა მანდაა" - წერს დედა სიდონია .

სერმინე ...ეჰ, დედაო, მაპატიეთ, მაგრამ არც თქვენ განსხვავდებით იმათგან, ვისგანც წესით, უნდა განსხვავდებოდეთ.
6 წლის უკან
სოციალისტი აბა ახლა ამ დედაოს რა უნდა ელაპარაკო?! კაცი, გმირი კაცი მტერმა მოგვიკლა, ვაჟკაცურად მოკვდა, არალაჩრულად, არ შეეპუა მტერს და იმიტომ მოკლეს! რატომ უნდა შეგვლახვოდა თავმოყვარეობა?!
ვაა..?! ასე როგორ დაუბნელებს ეშმაკი გონებას ანაფორაში მყოფსაც კი?!
6 წლის უკან