ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის

ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის

ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. – ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენრალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ,,თბილისი პრაიდის” მიერ, მარშის ჩატარების გადაწყვეტილებაზე საუბრობს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით საზოგაოება ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უსაფრთხოება დაიცვას.

,,მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.

ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.

ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი.

ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას – ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში… ” – წერს ნიკა გვარამია.

 

სოციალისტი გვარამია - "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი."
შენ ვინ მიგდიხარ, რომ გადაწყვიტე პრაიდი ჩატარდებაო???!!! ვინ ხარ შენ სულით და ხორცით გარყვნილო, ასე რამ შეგაძულა ქართველი ერი, რომ დღე ნიადაგ მის დამცირებას და წაშლას ცდილობ?!!
4 წლის უკან