თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერის ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს.

ამავე დროს მზად ვართ განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე  არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში, არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან, ასეთი დარღვევები საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება - განაცხადაა არჩილ თალაკვაძემ.