ახალი დეტალები კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით - თორნიკე მოლაშვილმა დაკავების შესახებ 2 თვით ადრე იცოდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ნივთმტკიცება ოჯახმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მოლაშვილის ვიდეომიმართვა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, უფლებადამცველთა გაერთიანებამ დღეს მედიას გააცნო. ვიდეომიმართვაში მოლაშვილი აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკების მოხმარების ან იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავებდნენ. მსჯავრდებულის ადვოკატები ვიდეოჩანაწერის დამატებით მტკიცებულებად გამოყენებას გეგმავენ როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგის სასამართლოში.