„დაჯექით ახლა და იფიქრეთ – ვინაა ყ*ე – ვასაძე თუ თქვენ…“ –

„დაჯექით ახლა და იფიქრეთ – ვინაა ყ*ე – ვასაძე თუ თქვენ…“ –

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი თბილისი პრაიდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება:

“ხალხმა ფული ჩადო, ბიზნესი ააწყო კომბლების გამოსაშვებად და რა იყო ცოტა ხანი მანც გეგეძლო ბიჭო ერთი პარტია მინც გაყიდულიყო რა უბედურებაა

თქვენ კიდე პირდაღებულები ვინც უსმენდით, ცალ ხელს ტრაკზე იფარებდით და მეორეში კომბალი უნდა დაგეჭირათ დაჯექით ეხლა და იფიქრეთ – ვინაა ყლე – ვასაძე თუ თქვენ?”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლგბტქ თემი მუქარას და დაანონსებულ ძალადობას პასუხობს. არსებული რისკის მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება.

რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანონ.

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ საჯაროვდება შეკრების ადგილი.

„არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით,“ – ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი „საკადრის პასუხს“ გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს.

ამასთან, გუშინ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო დაჯგუფებების შექმნის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენი, ლევან ვასაძემ ქუჩებში დაანონსებული პატრულირების გაუქმების შესახებ განცხადებას გაავრცელა. მან თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ბიზნესმენმა ისიც აღნიშნა, რომ “წყნარ, მშვიდ რეჟიმში” ილოცებენ და ეცდებიან, რომ ამ კვირამ მშვიდად ჩაიაროს.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.  ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ვასაძემ.

 

სოციალისტი ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს...! წადი, წადი, დაიკარგე შე ამძორებულო! ვინ აპატია ამ ვიგინდარას 90 წლების დანაშაულები, ჩადენილი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ?! ეს როგორ ბედავს ხმის ამოღებას, ეს დაცემული?!
4 წლის უკან
tngh ამ ქ-ის ძირითადი საფიქრალი ყ*ე არის...
4 წლის უკან