თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

თბილისი პირველად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს.

რიგით 26-ე ასამბლეა დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება. ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ორგანიზაციის მიზანი, ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია არ მიიღებს. მიზეზიასამბლეის სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობაა, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

მათი განცხადებით, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.  სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იქნება. მისი განმარტებით, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და საქართველოს სპეციალურმა სამსახურებმა ასამბლეაში მონაწილე დელეგაციის ყველა წევრი გადაამოწმეს. მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსულ აგრესიაზე სასაუბროდ საქართველომ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოიყენოს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.