საქართველოში დღეს წვიმისა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

საქართველოში დღეს წვიმისა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

ასევე საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. მათივე ცნობით, 21 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.