Amnesty International - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება

Amnesty International - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.

Amnesty International-ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს ძალადობისგან დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები.

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალისტი აი რა უნდათ ლგბტ და მის მხარდამჭერებს, საქართველოს ველურების ქვეყნად წარმოჩენა, წამებულის მანტიის მოსხმა, გრანტები, თავშესაფარი ევროპაში და იქაური მუქთა ლუკმა! ეს არც არის გასაკვირი, ესენი ხომ გათახსირებულები არიან?! აბა ამათგან კარგს რას უნდა ელოდეს საზოგადოება?!
4 წლის უკან
სოციალისტი "საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან." ხელისუფლებავ დროზე მოეგე გონს და კანონით აკრძალე ეს არნახული გამოწვევა. საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია იძლევა ამის საშუალებას. ოღონ გამოყენება უნდა!
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,
გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება
შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად,
სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
გამიყენეთ მე-4 პუნქტი სანამ დროა, გამოიყენეთ!
4 წლის უკან