პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენ.დირექტორის ნიკა გვარამის პოზიციას იზიარებს, რომელიც თბილისი პრაიდის თემას ეხება. ამის შესახებ მან გადაცემაში “არჩევანი” ისაუბრა.
„გარედან რომ გვიფათურებენ ხელს, ხომ ვხედავთ, აქ, რომ ფასეულობათა დაპირისპირებაზე უფრო წინ სინამდვილეში არის პოლიტიკური საკითხები, ხომ ვატყობთ. სადამდე უნდა ვიყოთ ამ საბავშვო აზროვნების დონეზე? ყველას მოვუწოდებ წესიერად მოვიქცეთ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ნიკა გვარამიას პოზიციასთან ჩემი პოზიცია დაახლოებულია. მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე და მისი კრიტიკოსი ვარ, მაგრამ დღეს ქართული პოლიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დღეიდან უპირობოდ, მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ. იყავით პოლიციელებო, ღირსეულები, დაიცავით კონსტიტუცია და დაიცავით სამართალი" – განაცხადა სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და მის თანამოაზრეებს რჩევაც მისცა, რომ ლეგიონი არ გამოიყენონ, რადგან „მაცხოვრისთვის ლეგიონი ცუდი სიტყვა იყო“.