მანჩო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის მისი ბავშობის მეგობარს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს დადებითად ახასიათებს:
"მე და ლევან ვასაძე, კიდევ ბევრი ჩვენი მეგობარი, ერთად მოვდივართ ბავშვობიდან... ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად და შესაბამისად, ძალიან კარგადაც ვიცნობთ ერთმანეთს... ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ვასაძის ლაპარაკი, ზოგი ფიქრობს რომ სპექტაკლია, ზოგი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ზოგი ადიდებს... მაგრამ მე კი, გეტყვით, რომ ლევან ვასაძე არასდროს ყოფილა ყალბი, არასდროს უთამაშია "პატრიოტი", არასდროს უყურებს ვინმეს "ვიგოდნიკურად"... 35 წელიწადია ვიცნობ და ლევანის ტყუილი მე, არ მახსოვს... არასდროს მახსოვს, რომ ვინმესთვის ეღალატოს, ყოველთვის სამართლიანი იყო და სუსტების დამცველი, ჩხუბიდან არასოდეს გაპარულა, არავინ მიუტოვებია და მეტოქესთვის ზურგი არ შეუქცევია... ყოველთვის კარგად სწავლობდა და უამრავს კითხულობდა. კითხულობდა აკრძალულ ლიტერატურასაც... ჩვენს ბავშვობაში "მოდა" იყო ნაკითხობაზე, ხშირად ვარჩევდით ახალ-ახალ, საზღვარგარეთიდან "შემოპარულ" გენიოსებს, მაგრამ ლევანი, უზომოდ განათლებული, ყოველთვის განსაკუთრებით აღმერთებდა ქართველ მწერლებს და ყველაფერს ქართულს... შედარებებშიც, უპირატესობას აძლევდა საქართველოს უნიკალურ კულტურას.
ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ეკლესიაში მორიდებულად შევდიოდით, ფოტოები რომ არ გადაეღოთ და მშობლებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ, ლევანი ყოველთვის თავაწეული და მხრებში გამართული შედიოდა ყველა ეკლესიაში. ყველას ჯინაზე, ანთებდა სანთელს და ღიად იწერდა პირჯვარს და ლამის პირველი "დისიდენტი" იყო ჩვენ თვალში, ყოველთვის ყველაფერი ქართულის დამცველი. მეგობარ გოგოებთანაც მკაცრი იყო, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, გვიკრიტიკებდა ჩაცმულობას და გვიპროტესტებდა გადამეტებულ მაკიაჟსაც... ამაზე ხშირად ვიცინოდით, ხანდახან ვემალებოდით კიდეც, აუ, მოვა ეხლა და დაგვიწყებს "მორალის" კითხვას, ასე ვიტყოდით ხოლმე... მაგრამ სამაგიეროდ, ლევანთან ერთად სიარული არ გვეშინოდა, ყოველთვის ჩვენი დამცველი, მაგრამ ყოველთვის უიარაღო საშიშ 90-იანებშიც, სხვას ზედმეტს არ გააბედინებდა არც მის მეგობრებზე, არც სხვის გამოსარჩლებაზე დაუხევია უკან, არავისთან!
ემთხვევა თუ არ ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთისას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია მივცეთ შენიშვნა, გავაკრიტიკოთ და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ძალიან მწყინს, როდესაც "მოღალატეს" ეძახიან ისეთი ადამიანები, ვინც არ იცნობს
და კიდევ, ისე, ცნობისთვის, 9 აპრილს , ლევან ვასაძემ ძალიან ბევრი ქალი გადაარჩინა, გამოიყვანა სახიფათო ზონიდან , იქამდე ირბინა წინ და უკან, ხელჩართული ბრძოლებით, სანამ უგონოდ არ დაეცა (ან გათიშეს), ასე იპოვა დილით, მოვლენების ეპიცენტრში, საბჭოთა საქართველოს მილიციამ და იქედან გადაიყვანეს საავადმყოფოში...
რაც შეეხება ლევანის ე.წ. "პოლიტიკურ ამბიციებს", ესეც დიდი ტყუილია, არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ დღეს - 99% არ უნდა პოლიტიკაში, ისევე, როგორც მე არ მიფიქრია "პოლიტიკოსობა", ისე, ლევანს, დღემდე , ამაზე არც უფიქრია და თუ მოხდა "სასწაული" და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, არც მაშინ დამალავს, ამაშიც დარწმუნებული ვარ, არ მოიტყუება..."