მეუფე პეტრემ ლგბტქ თემის მოწინააღმდეგეები რუს „მუჟიკებს“ შეადარა

მეუფე პეტრემ ლგბტქ თემის მოწინააღმდეგეები რუს „მუჟიკებს“ შეადარა

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ძალადობა ისეთი ცოდვის მიმართ, როგორიც მამათმავლობაა, არ უნდა გამოვლინდეს. მან მამათმავლობას ღვთის ტანჯვა უწოდა.

მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციაში" კონტაქციის მონაწილეები რუს „მუჟიკებს" შეადარა.

„როცა რუსი „მუჟიკი" ცულით ვინმეს თავის გახეთქვას გადაწყვეტს, მანამდე პირჯვარს იწერს და ღმერთო შემიწყალეო, ამბობს", - განაცხადა სასულიერო პირმა.

ამავე ეთერში მეუფე პეტრემ განმარტა, რომ წმინდა სინოდთან არ ყოფილა შეთანხმებული ის განცხადება, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილი მეტად სულიერი უნდა ყოფილიყო. მომხდარზე წმინდა სინოდს დღემდე არ უმსჯელია. მას არ აქვს ინფორმაცია ლევან ვასაძის ქმედებებზე.

„მორწმუნე ადამიანმა ლოცვა-კურთევით უნდა იმოქმედოს. სულიერი მოძღრის პასუხისმგებლობაცაა. თუმცა, ლევან ვასაძეს აქვს ეკლესიური აზროვნება. არჩევნებზეც კი ვიხილეთ პირდამტვრეული და დასისხლიანებული პოლიტიკოსები, პირელ რიგში, სასამართლო დამოუკიდებლობაა პრიორიტეტი. ლგბტ თემზე არ გადის დემოკრატიის წყალგამყოფი. ძალადობა უნდა იქნეს გამოძიებული. თუმცა, მკვლელობის შემთხვევაში შესაძლოა იყოს ამავე თემიდან პროვოკაციაც. აქვს ამ მოსაზრებას არსებობის უფლება, რადგან ისინი მუდმივად პროვოკატორებად გამოდიან", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სოციალისტი გახადეთ ამ ნაბიჭვარს ეს ანაფორა...
4 წლის უკან
ტარო1 ესეც მეორე პეტრე ცრუ. ამერიკის მიტროპოლიტი საბაც ამათ აზრზეა. ოხ, ერთი რუის-ურბნისი რაა
4 წლის უკან