“ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“დავაკვირდი და ვასაძეს ჰომოფობებიც ისევე დასცინიან, როგორც მე დავცინი. რაღაც გვქონია მე და ჰომოფობებს საერთო”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლგბტ თემი მუქარას და დაანონსებულ ძალადობას პასუხობს. არსებული რისკის მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება.
რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანონ.
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ საჯაროვდება შეკრების ადგილი.
„არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით,“ – ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.
ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი „საკადრის პასუხს“ გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს.