"ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის არ გააჩნია"

ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის არ გააჩნია - ეს განცხადება "თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თბილისი პრაიდი აგრძელებს თითოეული ღონისძიების ორგანიზებას. მათ შორის, ღირსების მარშის. ეს აქტივობა არ გაუქმებულა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით ღონისძიებისთვის. განსაკუთრებით ბოლო დღეების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ. ვხედავთ, რომ ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის არ გააჩნია. ეს საკითხები გასცდა უკვე მხოლოდ ლესბოსელი, გეების, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს. უფრო მასშატაბურ რაღაცებზე ვსაუბრობთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ლგბტ თემის მხარდასაჭერად როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საელჩოების", - განაცხადა კვარაცხელიამ.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ იქნება რთული და გარკვეულწილად შეუძლებელიც ასეთი ღონისძიებების დაცვა, რადგან არის მაღალი რისკები, თუმცა ჩვენ ვანაალიზებთ ამ რისკებს და თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოვა და გააპროტესტებს მოვლენებს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

სოციალისტი ახლა მაინც ხომ ხედავთ ვინ არის, ვინ არიან სამოქალაქო დაპირისპირების ინიციატორები, ვინ თუ არა ეს ლგბტ და მათი მოსარჩლეების გათახსირებული ჯოგი?!
4 წლის უკან
სოციალისტი ახლა მაინც ხომ ხედავთ ვინ არის, ვინ არიან სამოქალაქო დაპირისპირების ინიციატორები, ვინ თუ არა ეს ლგბტ და მათი მოსარჩლეების გათახსირებული ჯოგი?!
4 წლის უკან
სოციალისტი გარყვნილებით, გათახსირებულობით თავს რომ იწონებთ ამას მხოლოდ ერთი სამედიცინო ახსნა აქვს, თქვენ ლგბტ პირები დაავადებული ხართ შიზოფრენიით! ამიტომ როგორც საზოგადოებისათვის საშიშ ელემენტებს იძულებითი მკურნალობა გეკუთვნით ფსიქიატრიულ კლინიკებში!
4 წლის უკან