ივანიშვილმა სტომატოლოგი წამოზარდა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას კბილებიანად ჩაიბარებს

ივანიშვილმა სტომატოლოგი წამოზარდა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას კბილებიანად ჩაიბარებს

“ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგის, ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას ეხმაურება:

“კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში პირველი პროფესიით სტომატოლოგი ფიგურა პინოჩეტის მიერ, ჩილის დამხობილი, ლეგენდარული პრეზიდენტი სალვადორ ალიენდეა.

მეორე კი პირადად წამოზარდა ივანიშვილმა საჩხერის საავადმყოფოში და ის დღეიდან ჩვენს ჯანმრთელობას ჩაიბარებს, კბილებიანად.

ეს ხდება მსოფლიო დონის სამედიცინო ფიგურებით სავსე ქვეყანაში. სავალალოა, რა თქმა უნდა”,- წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.